Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 10 მოთხოვნები პროფესიული ორგანიზაციის მიმართ. 1. ამ კანონის მიზნებისათვის პროფესიულ ორგანიზაციად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 2. პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას. 3. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. 4. პროფესიული ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოს წევრთა უმრავლესობას აუდიტორები ან/და სერტიფიცირებული ბუღალტრები შეადგენენ. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 10 5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი წევრების მიერ პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. პროფესიული ორგანიზაციების მიერ მათ წევრ აუდიტორთა სამართალდარღვევების გამოვლენისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესებს სამსახურთან შეთანხმებით ადგენენ პროფესიული ორგანიზაციები. 6. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მართოს საკუთარი ვებგვერდი, რომელზედაც გამოაქვეყნებს მისი წევრი აუდიტორებისა და პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრს, აგრეთვე პროფესიული ორგანიზაციის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას და საქმიანობის შესახებ ანგარიშს. |