FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

article  5

მოსაკრებლის განაკვეთები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
    ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;
    ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;
    გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453);
    დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
    ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: ე.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;
    ვ) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
    ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;
    თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.