FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

article  29

დროებითი ადმინისტრაცია და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია.
1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.
2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე, გადადის საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:
    ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
    ბ) მეანაბრეები;
    გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.
4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, ყველა მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს.
5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.