Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 19 ბ.დ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება; გ) 2023 წლის 30 ივნისამდე − თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის გაზრდის ეროვნული გეგმის დამტკიცება. 2. 2022 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცება. 3. 2024 წლის 30 მარტისთვის სამინისტრომ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს: ა) პირველი ანგარიში მინიმალური ენერგოეფექტურობის ხარჯოპტიმალური დონის ანალიზის შესახებ; ბ) ანგარიში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის შესახებ. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 19 გარდამავალი დებულებები. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) 2021 წლის 30 ივნისამდე: ა.ა) შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცება; ა.ბ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცება; ა.გ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცება; ა.დ) ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცება; ა.ე) ახალი შენობის/არსებული შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისა და მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესების დამტკიცება; ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე: ბ.ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება; ბ.ბ) შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესის დამტკიცება; ბ.გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესების დამტკიცება; |