Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 15 უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის მოვალეობები და უფლებები. 1. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია: ა) შეამოწმოს, რომ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან გამომდინარე, პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად; ბ) შეამოწმოს, რომ უზრუნველყოფის აქტივები იდენტიფიცირებადი და ემიტენტის სხვა აქტივებისგან სეგრეგირებული იყოს; გ) შეამოწმოს, რომ იპოთეკური სესხის უზრუნველმყოფი უძრავი ქონების ღირებულება შეფასებული იყოს ამ კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; დ) მონიტორინგი გაუწიოს უძრავი ქონების ფასებს და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ემიტენტს მოსთხოვოს იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ემიტენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ; ვ) შეასრულოს ემიტენტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულება (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში). |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 15 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს არ ეკისრება ვალდებულება, დაადგინოს უძრავი ქონების ღირებულების შეფასების სისწორე. 3. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებამდე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია ამ კანონით გათვალისწინებული საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივები. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთი დადასტურება ყოველი ახალი ემისიისთვის ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს. 4. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უფლებამოსილია შეამოწმოს და გამოითხოვოს ემიტენტის ის ჩანაწერები და ინფორმაცია, რომლებიც იპოთეკურ ობლიგაციებსა და რეგისტრირებულ უზრუნველყოფის აქტივებთან არის დაკავშირებული. |