Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 37 საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომები. 1. თუ საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო იღებს საჭირო ზომებს ასეთი დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით. მას უფლება აქვს, ჩაატაროს გემის ინსპექტირება და დააკავოს იგი დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად. 2. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ ეცნობება გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ აგენტს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს. |