FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  1

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი.
1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომ − პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლების გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  1

3. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე. პალატის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
4. პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.