Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 14 ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესი. 1. სრული სახელმწიფო დაფინანსებით წარმოებული ეროვნული ფილმის საწყისი მასალები და კინომატიანე შესანახად და დასაცავად გადაეცემა სახელმწიფო კინოარქივს. 2. ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით წარმოებული ეროვნული ფილმის საწყისი მასალების შენახვის პირობებს განსაზღვრავს პროდიუსერსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის დადებული ხელშეკრულება. 3. სახელმწიფო კინოარქივში ეროვნული ფილმის საწყისი მასალებისა და კინომატიანის შენახვის წესებს განსაზღვრავს ეროვნული კინოცენტრი. 4. სახელმწიფო კინოარქივი ეროვნული ფილმისა და საწყისი მასალების შენახვისას იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. 5. სახელმწიფო კინოარქივი ეროვნული ფილმისა და კინომატიანის პროდიუსერებს შეუზღუდავად უქმნის პირობებს საწყისი მასალების გამოსაყენებლად. |