FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  21

მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო.
1. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს მიკრობანკის საქმიანობის ზედამხედველობას. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და მისი შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირჩევს აქციონერთა საერთო კრება 4 წლის ვადით. მისი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.
4. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრისთვის ნებადართულია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურების მიღება.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  21

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიკრობანკის საქმეებს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს, მიკრობანკზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი, და მიკრობანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიკრობანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი თავისი ქმედებით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანის მიყენებას გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.
7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მიკრობანკის ინტერესებს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქმეს გონივრულად და დამოუკიდებლად უნდა მიუდგნენ. მათ უნდა უზრუნველყონ მიკრობანკის კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, აგრეთვე მიკრობანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  21

8. სამეთვალყურეო საბჭო, მისი წევრი არ არის უფლებამოსილი, აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი უფლებების სხვისთვის დელეგირება.