FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  33

მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით.
1. თუ დაცულია ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა ამ მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მან მიიღო შეტყობინება. საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგადახდო ანგარიშზე დაკრედიტებულ თანხაზე სადეპოზიტო სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს ანგარიშის დადებეტების თარიღისა.
3. პროვაიდერს არ ეკისრება გადამხდელისთვის ანაზღაურების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ მას აქვს მომხმარებლის მიერ თაღლითური ქმედების განხორციელების ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  33

4. თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ ანგარიშის მომსახურე პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მან მიიღო შეტყობინება. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  33

5. თუ არაავტორიზებული გადახდის ოპერაციისთვის პასუხისმგებელია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, ის ვალდებულია ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს გადამხდელისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ანაზღაურებული თანხა, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე ეკისრება მტკიცების ტვირთი.
6. გადამხდელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
    ა) საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე;
    ბ) დაკარგვა გამოწვეული იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მისი აგენტის ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  33

7. თუ მომხმარებელი პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არაუმეტეს 100 ლარისა, ანგარიშის აღდგენა უნდა მოხდეს იმავე პუნქტის შესაბამისად პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ოდენობის თანხის გამოკლებით.
8. გადამხდელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით, აგრეთვე მის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.
9. თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ითხოვს მომხმარებლის ძლიერ ავთენტიფიკაციას, გადამხდელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან განახორციელა თაღლითური ქმედება. თუ მიმღები ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მიღებას, ის ვალდებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აუნაზღაუროს შესაბამისი თანხა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  33

10. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პროვაიდერისთვის შეტყობინების შემდეგ, გადამხდელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის, თუ ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის თაღლითური ქმედებით.
11. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღებას, გადამხდელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის თაღლითური ქმედებით.