FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

წყლის შესახებ

article  16

წყლის დაცვა დაშრეტისაგან.
1. წყლის დაშრეტისაგან დაცვის მიზნით:
    ა) თვითმდენი ძებნითი და საძიებო ჭაბურღილები, აგრეთვე ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ჭაბურღილები ან ჭაბურღილები, რომლებიც არ გამოიყენება, უნდა აღიჭურვოს მარეგულირებელი მოწყობილობებით ან უნდა დაკონსერვდეს ან ლიკვიდირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ბ) მიწისქვეშა წყლების ყველა წყალამღები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობებით წყლის რეჟიმზე სისტემატური დაკვირვებისათვის და წყალსაზომით – ექსპლუატაციის პროცესში წყლის დებეტის დასადგენად. 2. თუ წიაღისეულის ძიებისა და შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გაიხსნა მიწისქვეშა წყლის შემცველი ჰორიზონტი, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დადგენილი წესით დროულად მიიღოს ზომები მიწისქვეშა წყლის დასაცავად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს.
წყლის შესახებ

article  16

3. მდინარეების, ტბების, წყალსაცავების, მიწისქვეშა წყლებისა და წყლის სხვა ობიექტების ბუნებრივი რეჟიმის შენარჩუნების მიზნით, ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის, წყალსატევების მოლამვის, წყლის ცხოველთა საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან ასაცილებლად, წყლის ჩამონადენის ცვალებადობის შესამცირებლად და სხვა, იქმნება წყლის დამცავი ტყის ზონები, აგრეთვე ტარდება სატყეო-სამელიორაციო, ეროზიის საწინააღმდეგო, ჰიდროტექნიკური და სხვა ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.