FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საზღვაო კოდექსი

article  4417

1. გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს, რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს, ინსპექტირების/შემოწმების, გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 44-3 მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შემდეგი უფლებები:
    ა) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე;
    ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთა მხარეც არის საქართველო;
    გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა;
    დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა, ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ.
2. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს ყველა შესაბამისი ღონისძიება გემის უსაფუძვლო მოცდენის თავიდან ასაცილებლად.
საზღვაო კოდექსი

article  4417

3. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა, რომელიც ახორციელებს გემის ინსპექტირებას/შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) სტანდარტების დაცვის კუთხით, უნდა უზრუნველყოს, რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი გადაეცეს გემის კაპიტანს. ამასთანავე, ინსპექტირების ანგარიშის ასლი უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო ადგილას, აგრეთვე გაეგზავნოს სააგენტოს.
4. გემთმფლობელს, დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალება გემის ინსპექტორის ან გემების შემმოწმებლის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების პროცესში მისთვის ხელის შეშლა.
საზღვაო კოდექსი

article  4417

თავი II-18 1. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემი, რომლის საერთო ტევადობა 500 ტონაზე მეტია და რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლამდე მიიჩნევა არსებულ გემად (existing ship).
2. არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობებთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციითა (ახალი რედაქცია) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციით (დამატებითი დებულებები).
3. არსებულ გემს უნდა ჰქონდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული კონვენციების მოთხოვნებს.
4. სააგენტოს უფლება აქვს, არსებულ გემზე დაუშვას გამონაკლისი შემდეგი ნორმებიდან:
    ა) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-11 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-6 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სასადილო ოთახი შესაფერისია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის მიერ გამოსაყენებლად;
    ბ) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-12 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-7 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სივრცეები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეესაბამება აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს გემი, რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლის შემდეგ მიიჩნევა ახალ გემად. აღნიშნული გემი ჩაითვლება იმ დღეს აშენებულად, როდესაც მისი კილი ჩაიდება ან როდესაც იგი წარმოდგენილი იქნება მშენებლობის ანალოგიურ სტადიაზე.
6. ახალი გემი უნდა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) A3.1 სტანდარტსა და იმავე კონვენციის B3.1.1-3.1.12 სახელმძღვანელო პრინციპებს.
7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის განათების, ვენტილაციის, დრენაჟებისა და გათბობის სისტემების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საზღვაო კოდექსი

article  4417

მუხლი 45 1. ამ თავის მიზნებისთვის:
    ა) „გემთმფლობელი“ ნიშნავს გემის მეპატრონეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მაგალითად, მენეჯერს, აგენტს ან ბერბოუტ-ჩარტერერს, რომელსაც გემის მფლობელმა დააკისრა პასუხისმგებლობა გემის ექსპლუატაციისთვის, ამასთანავე, რომელმაც აღნიშნულ პროცესში განაცხადა თანხმობა, რომ აიღოს გემთმფლობელისთვის დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა სხვა პირი ან ორგანიზაცია გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს;
    ბ) „მეზღვაური“ ნიშნავს პირს, რომელიც მუშაობს თანამდებობაზე იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ეს თავი ვრცელდება იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered waters) და საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.