FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  1221

თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი.
2. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.
3. თბილისის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.
4. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  1221

5. სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის თანხმობით იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  1221

6. ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.
7. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) უთანაბრდება ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
8. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  1221

9. ამ მუხლის პირველი და მე-4–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით თბილისის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს, აგრეთვე ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებაზე ინვესტიციის განხორციელების ან/და ხარჯების გაწევის პირობით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  1221

10. თბილისის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, თბილისის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში თბილისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4310 – ვებგვერდი, 24.09.2015წ.