FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6613

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
2. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების (მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰონორარის განაწილების ძირითად პრინციპებსა და წესებს შეეხება) შეტანის შესახებ, აგრეთვე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული წესების თაობაზე.
3. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს  მათ ანაზღაურებასა  და  წახალისებასთან,  როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, დაკავშირებულ წესს, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.
4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:
    ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა;
    ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა;
    გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება;
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6613

დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება;
    ე) რისკების მართვის პოლიტიკა;
    ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა;
    ზ) რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირის დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა;
    თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
5. საერთო კრება აკონტროლებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობას სულ მცირე აუდიტორის დანიშვნითა და გათავისუფლებით, აგრეთვე ამტკიცებს ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშს.
6. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 პროცენტს ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ კვალიფიციური დასკვნის მოსამზადებლად შეუძლია მოიწვიოს დარგის სპეციალისტი.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6613

7. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ყველა წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში და ისარგებლოს ხმის უფლებით. აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრის მიერ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება დისტანციურად, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წესდებით.
8. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. ეს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი აგრეთვე არსებობს, თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში უფლების მფლობელსა და წარმომადგენელს აქვთ უფლებების სხვადასხვა კატეგორიის უფლების მფლობელის სტატუსი.
9. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ საერთო კრებაში მონაწილეობის მიზნით. საერთო კრებაში მონაწილე წარმომადგენელი სარგებლობს უფლების მფლობელის ანალოგიური უფლებებითა და ვალდებულებებით.