FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  9

ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება.
1.  სუბიექტების  ანგარიშგებების და ჯგუფების კონსოლიდირებული ანგარიშგებების განსათავსებლად ვებგვერდის შექმნასა და მართვას, აგრეთვე ამ ვებგვერდის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური.
2. სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  9

3. სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებული ანგარიშგებების ამ კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.
32. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო ნორმა არ ვრცელდება იმ აუდიტორულ ფირმებზე, რომლებიც მეოთხე კატეგორიის საწარმოები არიან. სამსახური ვალდებულია ამ აუდიტორული ფირმების ანგარიშგებები თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  9

4. თუ სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდი არ ემთხვევა კალენდარულ წელს, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება მისი ხელმისაწვდომობისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა.
5. სდპ ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე ან ბეჭდვით გამოცემაში.
6. სუბიექტი ვალდებულია მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს შუალედური ფინანსური ანგარიშგება. შუალედური ფინანსური ანგარიშგების  მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.
7. მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის წესს შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს სამსახური.