FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

article  27

საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა.
1. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიის გაცემასა და გაუქმებას, საკრედიტო კავშირის ნებისმიერი სახით შემოწმებას, შესაბამის რეგულირებას, მისთვის შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, საკრედიტო კავშირის დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვას და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:
    ა) ფულადი ფორმით განაღდებული კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);
    ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;
    გ) რისკის დონეების შესახებ;
    დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;
    ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

article  27

3. საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.
4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.