Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
პროკურატურის შესახებ article 2 ძირითად ტერმინთა განმარტება. 1. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომ − გენერალური პროკურორი), გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი და მათი მოადგილეები, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, სტაჟიორ-პროკურორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება. |
პროკურატურის შესახებ article 2 11. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) – საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 12. მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომ − დამხმარე) − გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. |
პროკურატურის შესახებ article 2 13. ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით. 14. ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული ევროჯასტთან საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოებისთვის. 2. პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი. 3. პროკურატურის თანამშრომელი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. |
პროკურატურის შესახებ article 2 4. პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. 5. პროკურატურის პრაქტიკანტი − საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკანტად მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. |
პროკურატურის შესახებ article 2 6. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე − პროკურატურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, კანცელარიის უფროსი, საქმისწარმოების სამმართველოს/განყოფილების უფროსი, პროკურატურის უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, კოორდინატორი, სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე, რომელიც არ არის პროკურორი და ინიშნება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება. 61. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. |
პროკურატურის შესახებ article 2 8. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − პროკურატურის თანამშრომელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი. 9. მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი. 10. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ. |