Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეგულირების საფასურის შესახებ article 5 ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა. 1. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს. 2. რეგულირების საფასური ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გადამხდელებისათვის გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან. 3. რეგულირების საფასური არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. 4. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები რეგულირების საფასური. |