FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  371

ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:
    ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;
    ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს;
    გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ –  2 000 ლარს;
    დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
    ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
    ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
    ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
    თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
    ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  371

კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
    ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;
    მ) ლატარიის ორგანიზატორის, თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში − 1 000 ლარს;
    ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
    ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
    პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 2 000 ლარს;
    ჟ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
    რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ − 7 000 ლარს;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  371

ს) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს.