Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნავთობისა და გაზის შესახებ article 22 ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა. 1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს სააგენტოს ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 22 2. სააგენტოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების გამოცდილება. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. სააგენტოს პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 22 3. სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას, სააგენტოსაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი ნებისმიერ პირს (მესამე მხარეს). პირი, რომელსაც გადაეცა უფლება-მოვალეობები, წერილობით ატყობინებს სააგენტოს უფლება-მოვალეობების მისთვის გადაცემის შესახებ. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს. 4. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა ფორმდება წერილობით. ეს დოკუმენტი ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ლიცენზიის ხელახლა გაცემის დროს ავტომატურად გაიცემა. ლიცენზია ხელახლა გაიცემა ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. დოკუმენტის შინაარსს და ფორმას ადგენს სააგენტო. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 22 5. სააგენტოს წერილობითი თანხმობით ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით გამოიყენოს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ფინანსური ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფის გარანტია. 6. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემა არ იბეგრება. 7. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი სააგენტოს უნაზღაურებს მათ გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს. |