FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  33

პენიტენციური დაწესებულების სახეები.
1. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:
    ა) პატიმრობის დაწესებულება;
    ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
    გ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
2. მინისტრი უფლებამოსილია შექმნას და გააუქმოს შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულება.
3. პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
4. პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან/და შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულების არსებობის შემთხვევისა. შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებული უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან სულ მცირე ერთმანეთისგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით.
5. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელების აღსრულების დაწესებულება.
პენიტენციური კოდექსი

article  33

7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია:
    ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
    ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
    გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
    დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
    ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
    ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება;
    ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება.
8. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.