Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 35 საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა. 1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია ცოცხალი რესურსების რეწვა, თუ საქართველოსა და გემის დროშის სახელმწიფოს შორის არ არსებობს ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ ხელშეკრულება. 2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით ყოველწლიურად, ყველაზე უფრო სანდო მონაცემების მიხედვით, ადგენს ყველა სახეობის ცოცხალი რესურსის რეწვის დასაშვებ კვოტას. 3. თუ საქართველოს სარეწ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აითვისონ ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტები, ან თუ არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ სპეციალური ხელშეკრულება, დასაშვებია ლიცენზიების გაცემით ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სხვა ქვეყნებისათვის ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტების გადაცემა. 4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. 5. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც მიენიჭათ უფლება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. |
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 35 6. თუ უცხო ქვეყნის სარეწ გემს არა აქვს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რეწვის სპეციალური ნებართვა, ამ ზონაში ნაოსნობის დროს სარეწი იარაღები სამუშაო მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეს. |