Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 28 საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი. 1. ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით. |