Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ტურიზმის შესახებ article 4 ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები. 1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს. 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურიზმის თითოეული სახეობისთვის კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს შეღავათები, დაადგინოს ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ სტატუსის მოპოვების ან/და ამ სუბიექტებისთვის სტატუსის გაუქმების წესი, პრინციპები და პირობები. 3. ტურიზმის სფეროში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; ბ) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით; გ) საქართველოს სამინისტროებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია. |
ტურიზმის შესახებ article 4 4. ტურიზმის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებებია: ა) საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა; ბ) შიდა ტურიზმის სტიმულირება; გ) ადამიანური რესურსებისა და მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; დ) საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის აქტივების გამოყენებით კონკურენტუნარიანი და მდგრადი ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულთა დივერსიფიკაციის ხელშეწყობა უნიკალური ტურისტული მომსახურებების შეთავაზებით; ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტის, აგრეთვე საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე; ვ) მონაცემების მოპოვება და ანალიზი ტურიზმის სექტორის განვითარების შესაძლებლობების შესაფასებლად; ზ) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; თ) საქართველოს ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. |
ტურიზმის შესახებ article 4 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონის საფუძველზე გამოსცეს ნორმატიული აქტი − ბრძანება. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მისაღები წესები და პირობები მტკიცდება მისი ნორმატიული აქტით. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქციები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ტურიზმის სფეროში თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. |
ტურიზმის შესახებ article 4 8. ამ კანონის მიზნების მისაღწევად ტურიზმის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილი არიან დაამუშაონ სათანადო სუბიექტის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ეს მონაცემები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამისი სუბიექტის პერსონალური მონაცემები. |