Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 18 მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა. 1. მიკრობანკი უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიკრობანკი უწყვეტად ახორციელებს ნებადართულ საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონის მოთხოვნები. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი. 4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში მიკრობანკი აგრძელებს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. |