FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2017

1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი:
    ა) ხელმძღვანელობს ანტიკორუფციულ ბიუროს და იღებს გადაწყვეტილებებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
    ბ) განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურას და მისი სტრუქტურული ერთეულების სათანადო უფლებამოსილებებს;
    გ) ამტკიცებს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და მათი შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს;
    დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს;
    ე) განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლების, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სათანადო უფლებამოსილებებს, ახორციელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისთვის უფლებამოსილების დელეგირებას;
    ვ) უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემული ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
    ზ) წარმოადგენს ანტიკორუფციულ ბიუროს სხვებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
    თ) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2017

2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.
3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებას, განკარგულებასა და გადაწყვეტილებას.
4. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ანტიკორუფციული ბიუროს სახელით გასცემს რეკომენდაციებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

article  2017

5. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.