FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სპორტის შესახებ

article  17

სპორტის განვითარებაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობა. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები და დაწესებულებები:
    ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სპორტს იყენებენ, როგორც ფიზიკური რეაბილიტაციისა და დაავადების პროფილაქტიკის საშუალებას;
    ბ) საექიმო კონტროლს უწევენ სპორტული სექციის წევრებს, უზრუნველყოფენ საქართველოს ეროვნული და სხვა გუნდების სამედიცინო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე;
    გ) ორგანიზაციას უწევენ და ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის იმ ძირითადი კომპონენტების საკითხებში, რომლებიც გამოიყენება ავადმყოფების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში;
    დ) ქმნიან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრებს (დისპანსერებს), დიაგნოსტიკურ საკონსულტაციო პუნქტებს და კაბინეტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით, აღჭურავენ მათ საჭირო სამედიცინო მოწყობილობითა და აპარატურით;
    ე) სპორტული წვრთნა და შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ეკოლოგიურად და ჰიგიენურად სუფთა გარემოში.
სპორტის შესახებ

article  17

მუხლი 18. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა  პენიტენციური დაწესებულება, როგორც წესი, უზრუნველყოფს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ახორციელებს აუცილებელ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, სათანადო ინვენტარითა და მოწყობილობით ქმნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ მეცადინეობათა ჩატარების პირობებს.