Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 72 თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები. 1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ/დასადებ შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანია: ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (მათ შორის, მისი ნებისმიერი ნაწილის ან/და კომპონენტის) მიწოდება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციისა და მისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ელემენტთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა; გ) სამხედრო მიზნებისთვის ან თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი (თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული) სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქციის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ამ კანონის დებულებებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 72 4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოიყენოს ამ კანონით დადგენილი სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესი, ან იხელმძღვანელოს ამ თავის დებულებებით, ან ისარგებლოს ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით. სტანდარტული საჯარო შესყიდვის წესის გამოყენების შემთხვევაში საჯარო შესყიდვაზე ამ თავის დებულებები არ ვრცელდება. ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისით სარგებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მისი არჩევანი მიზნად არ ისახავს ამ კანონის გამოყენების ხელოვნურად თავიდან აცილებას და ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება. 5. თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ხორციელდება, მათზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება. 6. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვაზე ამ კანონის 61-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება. |