Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 1076 ჯარიმა. 1. იურიდიული პირისათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ამ კოდექსის 42-ე მუხლით ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას. 2. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებებით. 3. თუ იურიდიული პირისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. 4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის შენიშვნაში ჯარიმა მითითებულია როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებისას დამატებით სასჯელად ჯარიმა არ გამოიყენება. |