Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 71 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას/საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას მათი მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობა. 1. ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა დამისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 71 3. თუ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურე, რომელიც 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობს ამ სააგენტოში და მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2018 წლის 1 აგვისტოდან მუშაობას გააგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში, მას ამ სისტემაში მუშაობის პერიოდში უნარჩუნდება 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება. |