FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2401

მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა.
1. ამ კოდექსის 46-5, 46-6, 103-ე, 103-2 და 103-3 მუხლებით, 103-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 107-4 მუხლით, 114-2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125-2 მუხლით, 125-3 მუხლის მე-4−5-1 ნაწილებით, 125-4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−135-5 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე, 152-3, 153-3, 153-6, 158-4, 159-1, 172-8 და 172-9 მუხლებითა და 172-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დააფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს მისი საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის/პირისთვის გადაგზავნის მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  2401

4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური და სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.