Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 42 საექსპერტო კომისია. 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სააგენტო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმნის საექსპერტო კომისიას. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სააგენტოს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას ახორციელებს სააგენტო მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. |