FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  13

პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებ.
1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და წინადადებას განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
2. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  13

4. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება უფლებამოსილება დადგენილებით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების ვადა პარლამენტის დადგენილებით ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.
5. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების, დაპატიმრების ან/და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პარლამენტის წევრის შეწყვეტილი უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების, დაპატიმრების ან/და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენამდე/სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  13

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს პარლამენტის დადგენილებით აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – თუ, ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა აღნიშნული ვადის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია.