Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 5 მიმწოდებლის ვალდებულებები. 1. მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს, ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის უფასოდ მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტით. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით შეიძლება განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა. 3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის მოდელის საბოლოო ერთეულის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 5 4. მიმწოდებელი ვალდებულია დილერს უფასოდ მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი. მიმწოდებელმა დილერს ეტიკეტები უნდა მიაწოდოს მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს მიწოდების საშუალებას. 6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროდუქტის შესახებ ყველა ბროშურა შეიცავდეს აგრეთვე პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას. აღნიშნული ბროშურის არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა მასალაში ასახვას. 7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე და ტექნიკური დოკუმენტაციის ისე შედგენა, რომ შესაძლებელი იყოს მათი სიზუსტის შეფასება. |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 5 9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს ისეთი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების მიზნისა და შესაბამისი პარამეტრების (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კლასის) ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას. 10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია ისე, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად ცვლის პროდუქტის ფუნქციონირების პარამეტრებს სათანადო ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულზე უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის კლასის/ხელსაყრელი დონის ჩვენების მიზნით. 11. მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 12. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს. |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 5 13. მიმწოდებელი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. 14. მიმწოდებელი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 15. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის. 16. მიმწოდებელი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. |