Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1811 დღგ-ის თანხის დაბრუნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისთვის. 1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრ პირს უფლება აქვს დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ნივთისა)/მომსახურების შეძენისას ან საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) პირს საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება ან მისი საქმიანობის ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის; ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება; გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ. 2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირი ვალდებულია დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების წესსა და პირობებს, აგრეთვე კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კარი VII აქციზი |