Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 14 უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება. 1. თითოეულ ემიტენტს უნდა ჰყავდეს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი, რომელიც განახორციელებს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების მონიტორინგს. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველმა შეიძლება მონიტორინგი გაუწიოს ერთდროულად ემიტენტის რამდენიმე უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებას. 2. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უნდა იყოს იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 3. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს ნიშნავს და ათავისუფლებს ემიტენტი საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით. ემიტენტი უფლებამოსილია უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი განსაზღვრული ვადით დანიშნოს. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში განცალკევების გაუქმებამდე ჩერდება უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის უფლებამოსილება. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია პროგრამის ადმინისტრატორს მიაწოდოს უზრუნველყოფის აქტივების სამართავად საჭირო ყველა მონაცემი/ინფორმაცია. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 14 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ემიტენტს მოსთხოვოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის გათავისუფლება. 5. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი საკუთარი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში პასუხს აგებს ემიტენტისთვის ან/და პროგრამის კრედიტორთათვის მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. ემიტენტის წინაშე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფარგლები შეიძლება გაფართოვდეს მათ შორის დადებული შეთანხმებით. 6. ეს მუხლი და ამ კანონის მე-15 მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალესა და მის უზრუნველყოფის აქტივებზე. ამ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის ნაცვლად თავად რეფინანსირების ბანკი დანიშნოს. |