Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 95 რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია. 1. რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ნიშნავს გაკოტრების მმართველს. 2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე ნებისმიერ დროს სასამართლოს წარუდგინოს კონვერსიის შესახებ განცხადება, თუ მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა აღარ არსებობს. 3. მართვაში მყოფი მოვალის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისთვის სავალდებულოა რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობა. 4. თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე მხარეებს მოუსმინოს. 5. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ძალას ინარჩუნებს. 6. კონვერსიის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. |