FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  16

ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა.
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს :
    ა ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ კონსერვაციას ;
    ბ ) ცხოველთა სამყაროს in-situ და ex-situ დაცვის (კონსერვაციის ) და მომრავლების წესების დადგენას ;
    გ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას ;
    დ ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო გზების , წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვას .
2. ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით სახელმწიფო :
    ა) ქმნის ნაკრძალებს , ეროვნულ პარკებს , აღკვეთილებსა და სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიებს ;
    ბ) აფინანსებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების გენოფონდის რეზერვატების (ex-situ კონსერვაციის ) შექმნასა და ფუნქციონირებას ;
    გ) იცავს ცხოველთა სამყაროს თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან ;
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  16

დ) გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით ატარებს სამშენებლო , საწარმოო თუ ტექნოლოგიურ პროცესთა პროექტების ექსპერტიზას , რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს ;
    ე) არეგულირებს ბუნებიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღებას , მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებისთვის ;
    ვ) ატარებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გარეულ ცხოველთა დაავადებების , სტიქიური უბედურებებისა და სხვა მიზეზების შედეგად მათი დაღუპვის თავიდან აცილებისათვის ;
    ზ) აფინანსებს მეცნიერულ კვლევას , რომლის მიზანია ცხოველთა სამყაროს დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა ;
    თ ) ადგენს ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსს ;
    ი ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეწევა ცხოველთა სამყაროს დაცვის პროპაგანდას .
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება .
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  16

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე .
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში , ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე რეგულირდება დებულებით „განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო .