Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 12 ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) და სტანდარტიზაცია. 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) გულისხმობს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის ფარგლებში შექმნილი სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების, ადამიანური რესურსების ან/და კომპიუტერული რესურსების მნიშვნელოვანი, პერიოდული, მექანიკური ჩარევის გარეშე კომბინირების, ჰარმონიზაციისა და ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობას, აგრეთვე სათანადო ინფორმაციის საიმედო, ცდომილების გარეშე გაცვლის უზრუნველყოფას. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საბაზისო კომპონენტების სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე თავსებადობის უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს და პერიოდულად უნდა განახლდეს ეროვნული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და შესაბამისი სპეციფიკაციები, მათ შორის: ა) მეტამონაცემების ეროვნული პროფილი − მეტამონაცემების ელემენტებისა და ქვეელემენტების, მათი მნიშვნელობების, მათი აღწერის კრიტერიუმების, აგრეთვე მათი შენახვისა და განახლების წესის ერთობლიობა (სტანდარტი); |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 12 ბ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაცია − სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისთვის მონაცემთა კონცეპტუალური მოდელების, კოდიფიკაციისა და მათი მნიშვნელობების, მონაცემთა შექმნის ან/და ტრანსფორმაციისა და სხვა კრიტერიუმების განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია); გ) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილი − სივრცითი მონაცემების ნაკრების წარმოების, შეფასების, გამოყენების, გაყიდვის ან/და სხვა მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად მისი, როგორც მონაცემთა პროდუქტის, ზუსტი ტექნიკური აღწერილობის (წარმოების პროცესის მეთოდოლოგია, მახასიათებლები, მოდელი, საფუძველი, ხარისხი, ვიზუალიზაცია, გამოყენების პირობები და სხვა) კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი); დ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაცია − ძიების, დათვალიერების, ჩამოტვირთვის, ტრანსფორმაციისა და სხვა ტიპის ქსელური სერვისების გენერაციის ტექნიკური მახასიათებლების, პარამეტრების ნორმებისა და სხვა კრიტერიუმების განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია); ე) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების ტექნიკური ნორმების, წესებისა და პროცედურების ჩარჩოდოკუმენტი; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 12 ვ) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების შეთანხმების სტრუქტურის, სამართლებრივი, ფინანსური და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი); ზ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილი − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესის მონიტორინგის, აგრეთვე სუბიექტების, საკოორდინაციო საბჭოსა და კოორდინატორის მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების, დასახული მიზნების/მიღწეული შედეგების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის სტრუქტურის, ელემენტებისა და ქვეელემენტების, შეფასების წესების, ინდიკატორებისა და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტების სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე თავსებადობის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი სხვა სათანადო დოკუმენტები განისაზღვრება (მტკიცდება) საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 12 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები და სპეციფიკაციები, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროს მომწესრიგებელი სხვა სათანადო ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური დოკუმენტები შემუშავებული უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) შესაბამისად და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალურ ვებგვერდსა და ეროვნულ გეოპორტალზე. 5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სპეციფიკაციების შემუშავებამდე დასაშვებია საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) გამოყენება. |