Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
თავდაცვის კოდექსი article 97 სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა. 1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საიდუმლო ნაწილი. 2. სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემას მართავს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 4. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვა სურს; ბ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი; გ) 60 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში; დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი; ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. |
თავდაცვის კოდექსი article 97 5. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები): ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ; გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ, აგრეთვე გაწვევის პერიოდისთვის პირის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე; დ) ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის ძებნის შესახებ, აგრეთვე პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვალების თაობაზე; ე) ინფორმაცია პირისთვის მეურვისა და მზრუნველის სტატუსის მინიჭების შესახებ; |
თავდაცვის კოდექსი article 97 ვ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ზ) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; თ) ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, მხოლოდ ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში; ი) ინფორმაცია პირის მსჯავრდებისა და ბრალდების შესახებ, მხოლოდ ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, აგრეთვე ინფორმაცია პირის მიმართ არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის გამოყენების თაობაზე; კ) ინფორმაცია პირის აღმსარებლობისა და მღვდელმსახურების შესახებ. 6. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის წესი, აგრეთვე იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების უფლება-მოვალეობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
თავდაცვის კოდექსი article 97 7. პირის სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში უნდა დაარქივდეს სამობილიზაციო რეზერვისტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია 75 წლის განმავლობაში ინახება და შემდეგ იშლება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემიდან. 8. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. |