Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 109 განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. განზრახ მკვლელობა: ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ე) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა; ვ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ი) ჯგუფურად; კ) ოჯახის წევრის მიმართ; ლ) ორი ან ორზე მეტი პირისა; მ) განსაკუთრებული სისასტიკით; ნ) ანგარებით ან შეკვეთით; ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; პ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ჟ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. |