Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 აღსრულების ქვემდებარე აქტები. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ; თ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვა ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე; ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა; კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 მ-1) „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ; ნ) სანოტარო აქტი; ო) გირავნობის მოწმობა; პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; პ-7მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 პ-2) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, განუხორციელებელი/გადაუხდელი საპენსიო შენატანის განხორციელების/გადახდის შესახებ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარიცხული საურავის გადახდის შესახებ; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 ჟ-1) საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებები ფულადი თანხის გადახდევინებასთან ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და მუნიციპალიტეტის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ს) რესტიტუცი ისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები; ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება; ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII-13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება; ქ) ლიზინგის მოწმობა; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 ღ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან (ბაზრიდან) ამოღების შესახებ; ყ) სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ყ-1) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების შესახებ; ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ; |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 2 ც) „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ძ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში. წ) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული, თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯარიმის დაკისრების შესახებ. |