Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ article 6 სააგენტოს უფლებამოსილებები. 1. სააგენტო: ა) უწყებათაშორისი კოორდინაციით შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიას და ხელს უწყობს მათ განხორციელებას; ბ) ახორციელებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მართვასა და ადმინისტრირებას, პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციას; გ) უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სამინისტროს სისტემაში არსებული მომსახურებების, მათ შორის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურებების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობას; დ) თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი სერვისების გაციფრულებისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ინტეგრაციის მიზნით; ე) ციფრული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიან ინიციატივებს, მათ შორის, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საჯარო მოხელეთა სწავლებას; ვ) ციფრული მმართველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავებს და ნერგავს შესაბამის სტანდარტებს; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ article 6 ზ) ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის, მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის), ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge), იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებების გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს ელექტრონული სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან სტანდარტს და ხელს უწყობს მის დანერგვას; თ) მართავს და ავითარებს მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას (ინფრასტრუქტურას); ი) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) ფარგლებში ადგენს მონაცემთა გაცვლის ერთიან სტანდარტს; კ) შეიმუშავებს ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს და ხელს უწყობს მის დანერგვას; ლ) უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტის დადგენისა და შესრულების კოორდინაციას; მ) ადგენს საჯარო სექტორში არსებული ღია მონაცემების გამოქვეყნების ერთიან სტანდარტს და უზრუნველყოფს ერთიანი პორტალის მეშვეობით მათ ხელმისაწვდომობას; ნ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის შექმნასა და გამართულ ფუნქციონირებას; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ article 6 ო) ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციას და მისი საქმიანობის ზედამხედველობას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით; პ) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდსისტემის“ დანერგვასა და მონიტორინგს; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს; რ) ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში შეისწავლის და აანალიზებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ article 6 ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობას ამყარებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებების შემუშავების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაციის უცხოელი პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის დროულად და სრულყოფილად წარდგენას; უ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით ხელს უწყობს ამ სფეროებში საქართველოს მიღწევების პოპულარიზაციას; ფ) ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მხარდაჭერას; ქ) შეიმუშავებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის მეთოდოლოგიას და უზრუნველყოფს შესაბამისი ინდექსის ყოველწლიურად წარმოებას; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ article 6 ღ) საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მათი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას; ყ) უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განახორციელოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; შ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სააგენტო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს მომსახურება მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. |