Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 243 საბოლოო გადაწყვეტილება. 1. პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით. 2. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს მოსამართლეების შემდეგ. მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში არ გამოცხადდება. მოსამართლეებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა. 3. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ სასამართლოს, გადაწყვეტილებას აყალიბებს ამ სასამართლოს თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ხელს აწერს ყველა მოსამართლე, რომლებიც მის დადგენაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას მოსამართლეთა ხელმოწერების წინ უნდა გაუკეთდეს შენიშვნა. |