FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ზოგადი განათლების შესახებ

article  48

-6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები და წესი.
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გამოყენებული ფიზიკური ძალა წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
    ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას;
    ბ) მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ეს პირი მიიმალება ან გარშემომყოფთ ზიანს მიაყენებს.
3. ფიზიკური ძალის გამოყენების დროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია:
ზოგადი განათლების შესახებ

article  48

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ და მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როდესაც პირის გაფრთხილება შეუძლებელია;
    ბ) ფიზიკური ძალა გამოიყენოს წარმოქმნილი საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური უნდა იყოს;
    გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს;
    დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
4. აკრძალულია ფიზიკური ძალის ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5. მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს.
ზოგადი განათლების შესახებ

article  48

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში დგება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმი. ამ ოქმში სხვა ინფორმაციის მითითებასთან ერთად უნდა დასაბუთდეს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა. საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.
ზოგადი განათლების შესახებ

article  48

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
    ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
    ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
    გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
    დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
    ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.