FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

სარეზოლუციო ფონდი.
1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს.
2. ეროვნული ბანკი საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი წინასწარი შენატანის განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული წინასწარი შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს წინასწარი შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

3. წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და წინასწარი შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, წინასწარი შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. წინასწარი შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში − ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

5. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მათ შორის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდურობის გაუმჯობესებისთვის, რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების, დაფარვისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, უცხოური ბანკის ფილიალს დროებით შეუჩეროს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულება, თუ კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში შენატანებს ახორციელებს ამ დაფინანსების სრულად დაფარვამდე.
7. სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3 პროცენტია.
8. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა განახორციელოს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანი ამ კანონისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

9. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეროვნული ბანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო პასუხს არ აგებენ სარეზოლუციო ფონდის გამოყენებით წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების, გამოყენება.
10. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად მოამზადოს. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა შეამოწმოს. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აღირიცხოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

11. სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული ფულადი სახსრების ადმინისტრირების საკითხები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული თანხების ინვესტირების საკითხები, ხოლო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების, აგრეთვე დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 55-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ ერთობლივი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი თანხების გამოთხოვის წესები.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  555

12. სარეზოლუციო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსთხოვოს მას და მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია.