Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 43 საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა. . ბ) ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ან სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 43 საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა. . . 3. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 5. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სავალდებულო არ არის. ექსპერტს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვის ექსპერტიზის დასკვნას. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი უნდა დასაბუთდეს. |