Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აკვაკულტურის შესახებ article 26 ექსტენსიური აკვაკულტურის მიზანი. 1. საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში (მათ შორის, მდინარეთა მონაკვეთებზე) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე. 2. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე (თევზის მეურნეობის კოოპერატივზე). გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს სხვა იურიდიულ პირზე. 3. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ წყალსატევში ან წყალსატევის უბანზე თევზჭერა (მათ შორის, სამოყვარულო, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით. 4. ტბაზე, წყალსაცავზე, ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა, ხოლო მდინარეზე − რამდენიმე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე. |
აკვაკულტურის შესახებ article 26 5. წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის არსებობისას ამ წყალსატევზე სხვა აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში. 6. მდინარის მონაკვეთზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი. 7. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, უნდა წარადგინოს: ა) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობა); ბ) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (წყალსატევისა და მუნიციპალიტეტის დასახელებები და გეოგრაფიული კოორდინატები); გ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში არსებული თევზსაჭერი ბადე-იარაღების, მცურავი საშუალების, ნავმისადგომისა და დამხმარე ნაგებობის შესახებ ინფორმაცია; დ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული სანებართვო პირობები; ე) საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. |
აკვაკულტურის შესახებ article 26 71. თუ ექსტენსიური ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება. 8. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა დადგენილი წესით შეთანხმებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის საფუძველზე განახორციელოს; ბ) დაიცვას თევზჭერის ვადები და წესები; გ) დაიცვას თევზჭერის კვოტები; დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, მათი აღწარმოების პროგრამების განხორციელება; ე) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობის კოოპერატივში თევზის რესურსით სარგებლობის, მისი აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება; |
აკვაკულტურის შესახებ article 26 ვ) შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ; ზ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები; თ) განახორციელოს წყალსატევის დათევზიანება; ი) იზრუნოს წყალსატევში არსებული წყლის ხარისხის შენარჩუნებაზე, არ დაუშვას თევზის სამელიორაციო სისტემაში ან/და სხვა სისტემაში მოხვედრა; კ) ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის წლისთვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის გადაცემული მარაგის არსებობა; ლ) დაიცვას წყალსატევი, გამოავლინოს სამართალდარღვევის ფაქტი და ამის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოებს; მ) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 9. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |