Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 414 6. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის სხვა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ან კონტრაქტორისთვის გამჟღავნება ან გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ინფორმაციის წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 414 ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა. 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება ენიჭება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება, აგრეთვე ინფორმირებულია საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვების გასაცემად ფიზიკური პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას, ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებასა და შესაბამისი დაშვების სერტიფიკატებს გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 4. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სათანადო ფორმით ინდივიდუალური დაშვება. 5. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მისაღებად იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შესაბამისი დონის დაშვება. |