FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  68

ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები.
1. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით.
2. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები ადგენს:
    ა) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს ამ კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური წესებით დადგენილი ბუნებრივი გაზის ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად;
    ბ) ბუნებრივი გაზის ოპერირების პროცედურებს ნორმალურ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ავარიული მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
    გ) ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას;
    დ) ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთების წინაპირობებს;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  68

დ.ბ) ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე საკუთრების უფლებას; დ.დ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის უფლებებსა და ვალდებულებებს;
    ე) დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციასთან დაკავშირებით გასაწევ მომსახურებას;
    ვ) ბუნებრივი გაზის სისტემის დაბალანსების წესებს ამ კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად;
    ზ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად;
    თ) დამხმარე მომსახურების შესყიდვისა და ბუნებრივი გაზის სასისტემო მომსახურების გაწევის კრიტერიუმებს, მეთოდებსა და წესებს;
    ი) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის პროცედურას, კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას;
    კ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში არსებულ ვირტუალურ (მათ შორის, ვირტუალური ვაჭრობის) პუნქტს (პუნქტებს);
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  68

ლ) ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში მიღებული და ამ ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ხარისხის, ქიმიური შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების ზღვრულ მნიშვნელობებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
    მ) სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში მიწოდებული და გადაცემული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს;
    ნ) ბუნებრივი გაზის დაგეგმილი მოცულობისა და ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობის შესახებ მონაცემების გაცვლის წესსა და პირობებს, როდესაც შეუძლებელია მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის ყოველდღიური აღრიცხვა;
    ო) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელით ბუნებრივი გაზის მიწოდების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესს;
    პ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვას უკავშირდება;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  68

ჟ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და ბუნებრივი გაზის გადაცემასთან (ბუნებრივი გაზის გადაცემის სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს;
    რ) გადამცემი სისტემის ოპერატორის შიდაორგანიზაციულ დონეზე ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულებებიდან ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან დაშვებასთან, ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრებისა და დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს;
    ს) გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის და ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების მეთოდს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს;
    ტ) ბუნებრივი გაზის ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  68

უ) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდების წესს ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად;
    ფ) გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში მისაღებ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ზომებსა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
    ქ) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  68

3. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი  გაზის გადამცემი  ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. გადამცემი სისტემის  ოპერატორი უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე.